სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის მამა 2000 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის მამა 2000 ლარით დააჯარიმა

მარტის აქციების გამო დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.

1-ელ ივნისს პარლამენტთან მარტის აქციების გამო დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი კარვის გაშლის დროს დააკავეს.

ის დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გრიგორიადისი კარვის გაშლას რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევდა.