7-8 მარტის აქციების უკანონო ქმედებაში ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა დატოვა. შემდეგი სასამართლო პროცესი 11 ივლისს ჩაინიშნა.
გარდა ამისა, ლაზარე გრიგორიადისმა დღეს სასამართლოს პირველად მიმართა.
21 წლის აქტივისტი 29 მარტს დააკავეს. შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. ორ დღეში სასამართლომ გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა "ორიენტაციაარეული".