სასამართლომ კირთაძე კალანდარიშვილისთვის საღებავის შესხმის გამო 500 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ კირთაძე კალანდარიშვილისთვის საღებავის შესხმის გამო 500 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობიდან ცესკო-ს წევრი დავით კირთაძე ცესკო-ს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილისთვის საღებავის შესხმის გამო 500 ლარით დააჯარიმა.

16 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სადაც შემაჯამებელი ოქმი უნდა გამოეცხადებინათ, კომისიის წევრმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხა.

კირთაძემ კალანდარიშვილს შავი სითხე მას შემდეგ შეასხა, რაც ამ უკანასკნელმა სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცა და დარბაზის დატოვება მოსთხოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე მათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით გამოძიება დაიწყეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს.