ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, დავით გედენიძე მოსამართლემ, კობა ჩაგუნავამ გაათავისუფლა.
გედენიძეზე საქმის წარმოება მოწმეთა არათანმიმდევრულობისა და არასაკმარისი მტკიცებულებების გამო შეწყდა.
დავით გედენიძე 3 დეკემბერს დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს.