რეჟიმის ტყვეები მათე დევიძე და ანატოლი გიგაური პატიმრობაში დატოვეს. სასამართლო პროცესზე ანატოლი გიგაურის ადვოკატმა ვიდეო მტკიცებულება წარადგინა, სადაც გარკვევით ჩანს როგორ უსწორდება ფიზიკურად ბრალდებულს პოლიციელი. მოსამართლემ ეს კადრები საქმეს დაურთო, თუმცა პროევროპული აქციის მონაწილე ციხეში გაუშვა.
სიტყვით მიმართა სასამართლოს 21 წლის მათე დევიძემ. მან თქვა, რომ პატიმრობას არ იმსახურებს. ახალგაზრდას თავდაპირველად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ, თუმცა მოგვიანებით მუხლი შეუცვალეს და საპატიმროში პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ჩასვეს.