მოქმედი დიპლომატის პირველი პროტესტი, საფრანგეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა. მიზეზი - რუსული კანონია. გოჩა ჯავახიშვილის გადაწყვეტილებას რეზონანსი მოჰყვა თბილისში, სხვა მოქმედ ელჩებს სამოქალაქო სექტორიდან და ოპოზიციიდან მოუწოდეს, ღიად დაუპირისპირდნენ საგარეო ვექტორის ცვლილებას.