საფრანგეთში ქმრის მკვლელობის ბრალდებით ქართველი ქალი დააკავეს

საფრანგეთში ქმრის მკვლელობის ბრალდებით ქართველი ქალი დააკავეს

საფრანგეთის ქალაქ ტულონში ქმრის მკვლელობის ბრალდებით ქართველი ქალი დააკავეს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს და წერს, რომ ქმრის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის ქალია, სახელად ლანა, რომლის გვარიც არ სახელდება.

მედიის ცნობით, 17 დეკემბერს გვიან ღამით მცირეწლოვანმა ბავშვებმა მეზობელს დაუკაკუნეს და უთხრეს, რომ მათ მშობლებს შორის "დიდი ჩხუბი" იყო, რის შემდეგაც მეზობელი ქალი მათ ბინაში შევიდა და ძირს მწოლიარე კაცი დაინახა, რომელიც არ სუნთქავდა.

პოლიციამ გამოძიებით დაადგინა, რომ კაცი გაგუდული იყო. ამასთან, მედია წერს, რომ მსხვერპლი 31 წლის კაცია.

მედია ასევე აღნიშნავს, რომ მკვლელობაში ბრალდებული ქალი ქმრის მიერ 2022 წლის აგვისტოში ჩადენილი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო, თუმცა, პროცედურა მას შემდეგ გაუქმდა, რაც მსხვერპლმა ძალადობის შემთხვევა უარყო.

მედია წერს, რომ წყვილს 5 შვილი ჰყავს და ისინი ამჟამად თავშესაფარში არიან გადაყვანილები.