ელისეის სასახლის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უახლოეს კვირებში უკრაინას ეწვევა.
შესაბამისი განცხადება მაკრონის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოქვეყნდა.
"ქვეყნის ლიდერები მჭიდრო კონტაქტზე შეთანხმდნენ. უკრაინაში საფრანგეთის პრეზიდენტი ვიზიტი უახლოეს კვირებში უნდა განხორციელდეს", - ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ ზელენსკი მაკრონს ტელეფონით ესაუბრა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მხარეებმა ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და პარიზის ბოლო საერთაშორისო კონფერენცია განიხილეს, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად გაიმართა.