საფრანგეთის პრემიერმინისტრი, ელისაბედ ბორნი თანამდებობას პოსტზე დანიშვნიდან ორ წელიწადზე ნაკლებ დროში ტოვებს.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ პრემიერის გადადგომა, სავარაუდოდ, უკავშირდება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივას, რომ ევროპის არჩევნებიბს წინ მთავარი გუნდი განაახლოს.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაინიშნება საფრანგეთის პრემიერმინისტრად. ელისაბედ ბორნი თანამდებობაზე ახალი პრემიერის დანიშვნამდე დარჩება.