საფრანგეთის და გერმანიის ელჩები პოლიტიკურ ძალებს: გაერთიანდით ევროინტეგრაციისთვის

საფრანგეთის და გერმანიის ელჩები პოლიტიკურ ძალებს: გაერთიანდით ევროინტეგრაციისთვის

საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები, შერაზ გასრისა და პეტერ ფიშერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოში პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებენ, ევროინტეგრაციისთვის გაერთიანდნენ.

"საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ეს იქნებოდა შემდეგი ეტაპი საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ხანგრძლივ პარტნიორობასა და მეგობრობაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს ევროკავშირის წევრობა. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში, გაერთიანდნენ ამ მიზნის გარშემო და ერთად იმუშაონ მის მისაღწევად", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მათივე თქმით, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან ვიზიტებსა და ევროსტრუქტურებში გამართულ შეხვედრებს მიესალმებიან.

"ამ თვალსაზრისით, მივესალმებით საქართველოდან ახლახან შემდგარ და მომავალ ვიზიტებს ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებსა და ევროსტრუქტურებში, ბრიუსელში, სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების, მთავრობის სხვადასხვა წევრების შეხვედრებით, ისევე როგორც ფართო წარმომადგენლობებს შორის პარლამენტებიდან", - აცხადებენ ელჩები.