საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ცნობით, 29 თებერვალს ქვეყნიდან კიდევ 58 არალეგალი ქართველი საქართველოში დააბრუნეს. მათი თქმით, ეს ორი მხარის თანამშრომლის შედეგად მოხდა და მომავალშიც გაგრძელდება.
საელჩოს თანახმად, 2023 წელს საფრანგეთის ტერიტორიიდან საქართველოს 965 მოქალაქე გამოუშვეს, რაც 2022 წელთან შედარებით 23%-ით მეტია (785 ადამიანი). მათი განცხადებთ, საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო კოორდინაციით, 2024 წელს დეპორტაციის რაოდენობის გაზრდას გეგმავენ.
საელჩოს თქმითვე, 2023 წელს საქართველოდან საფრანგეთის მიმართულებით აეროპორტებიდან გამგზავრებაზე უარი 2 300 მოქალაქეს ეთქვა.
საელჩოს ინფორმაციით, საქართველო საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ლიდერია. საელჩო ხაზს უსვამს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში 2013 წლიდანაა შეყვანილი.