საფრანგეთი უკრაინას რუსული აქტივების ხარჯზე €195 მილიონის სამხედრო დახმარებას მიაწვდის

საფრანგეთი უკრაინას რუსული აქტივების ხარჯზე €195 მილიონის სამხედრო დახმარებას მიაწვდის

საფრანგეთი უკრაინას €195 მილიონი ღირებულების სამხედრო დახმარებას მიაწვდის, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული პროცენტული შემოსავლებით დაფინანსდება.

ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნიუმ, გამოცემა La Tribune Dimanche-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, საფრანგეთი უკრაინას მიაწვდის 155 მმ-იან საარტილერიო ჭურვებსა და AASM ტიპის საავიაციო ბომბებს, რომლებიც Mirage 2000-ის ტიპის გამანადგურებლებისთვის არის განკუთვნილი.

გარდა ამისა, პარიზი დააჩქარებს AMX-10RC მსუბუქი ტანკებისა და VAB ჯავშანმანქანების გადაცემას. აღნიშნული ტექნიკა ადრე ფრანგულ სამხედრო დანაყოფებში გამოიყენებოდა.

საფრანგეთი ასევე აპირებს სამხედრო ტექნიკის წარმოების გაზრდას, რათა უკრაინის მხარდაჭერასთან ერთად საკუთარი არმიის გაძლიერებასაც შეუწყოს ხელი.

2026 წლისთვის გაორმაგდება AASM ტიპის საავიაციო ბომბების წარმოება, ხოლო 2025 წლისთვის ორჯერ გაიზრდება MBDA Akeron MP ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამოშვება.