საფრანგეთი უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს

საფრანგეთი უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს

საფრანგეთი უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, პარიზში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"დღეს, შემიძლია გამოვაცხადო, 2 მილიარდი ევროს ღირებულების დამატებითი სამხედრო დახმარება უკრაინასთვის", - თქვა მაკრონმა.

მაკრონის თქმით, კიევს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, საზენიტო მართვად რაკეტებს, უპილოტო საფრენ აპარატებსა და საჰაერო თავდაცვის საშუალებებს გადასცემს.