საფრანგეთი უკრაინას Delair -ის უპილოტო საფრენ აპარატებს გადასცემს

საფრანგეთი უკრაინას Delair -ის უპილოტო საფრენ აპარატებს გადასცემს

საფრანგეთი უკრაინას Delair -ის უპილოტო საფრენ აპარატებს გადასცემს. ინფორმაციას ქვეყნის შეიარაღებული ძალების მინისტრი, სებასტიან ლეკარნო ავრცელებს.

მინისტრის თქმით, სულ საფრანგეთმა 2 000 უპილოტო საფრენი შეუკვეთა, საიდანაც 100 Delair -ის ტიპის აპარატია და უკრაინისთვის არის გაბკუთვნილი.

ლეკარნო ამბობს, რომ უპილოტო საფრენი აპარატები საფრანგეთის შეიარაღებული ძალების და უკრაინის საჭიროებებს მოხმარდება.

ცნობილია, რომ უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინას უკვე ზაფხულში გადაეცემა.