ბოლო ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსით დაკავებულია 26 ადამიანი.
საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ 8 ადამიანს პატიმრობა შეუფარდეს.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. საქმის პროკურორები არიან ვაჟა თოდუა და შმაგი გობეჯიშვილი.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულები, რომლებსაც პატიმრობა შეუფარდეს, არიან: ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, გიორგი გორგაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ისაკ ალიევი, თორნიკე გოშაძე, ზვიად ცეცხლაძე და ნიკოლოზ ჯავახიშვილი.
მათ პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 18, 229-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და აფეთქების მომზადებას გულისხმობს.
ერთ-ერთი დაკავებულების ადვოკატის თქმით, ერთადერთი, რასაც მის დაცვის ქვეშ მყოფებს ედავებიან, არის ქვის სროლა.