
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების მომზადებისა და გასაღების მცდელობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2005 წელს დაბადებული კ.ბ. და 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.გ. სხვადასხვა დროს დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა კ.ბ. -ს პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.
ასევე ნარკოტიკული საშუალება „მეთადონია“ ამოღებული მ.გ. - ს ავტომობილის ჩხრეკის შედეგად.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე ტერცია და 19-260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს.