ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (კგბ) ცნობით, მხოლოდ 2023 წლის აპრილში ე.წ საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე 45 "კანონდამრღვევი" დააკავეს.
ე.წ კგბ-ის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, დაკავებულთაგან 21 ადამიანმა "სახელმწიფო საზღვარი", ხოლო 24-მა სასაზღვრო რეჟიმი დაარღვია.
მათი ინფორმაციით, 25 ადამიანს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა, 3-ს ადმინისტრაციული გარიცხვა ჯარიმით, 15-მა გაფრთხილება მიიღო, ხოლო 2 პირს კი ადმინისტრაციული წარმოება შეუწყდა.
ცხინვალის მარიონეტული ხელისუფლება "ატყობინებს მოქალაქეებსა და სტუმრებს, ვინც რესპუბლიკაში ვიზიტს გეგმავს საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ქონის (პასპორტის, ID ბარათის, მცირეწლოვნებისთვის დაბადების მოწმობის და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის - საზღვრის კვეთის უფლების) აუცილებლობაზე".
ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების ბოლო შემთხვევა 11 მაისს, სოფელ მეჯვრისხევთან დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.