სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ დრომდე არ პასუხობს ფორმულას კითხვას, რა იციან ან რა რეაქცია აქვთ ოტობაია-ორსანტიას დამაკავშირებელი ხიდის აღდგენის გეგმების შესახებ. მთავრობა მეორე დღეა დუმს. ფორმულამ ექსკლუზიურად გადაიღო კადრები, რომლებიც ოტობაია-ორსანტიას ხიდის აღსადგენად მზადებას ასახავს. მსგავსი მშენებლობა თბილისის ჩართულობის გარეშე ვერ უნდა განხორციელდეს. საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან რისკები გაზრდილია, ხელისუფლება კი მოსახლეობას განმარტებებს არ აძლევს.