სანდუ: ნავალნის სიკვდილი მაგალითია, რა შემზარავია რეჟიმის მიერ განსხვავებული აზრის გათელვა

ალექსეი ნავალნის სიკვდილი ციხეში არის მკაფიო შეხსენება, როგორი შემაძრწუნებელია რეჟიმის მიერ განსხვავებული აზრის გათელვა. ჩემი გულახდილი ფიქრი მიმართულია მისი ოჯახის, ყველა დემოკრატიულად მოაზროვნე რუსის მიმართ და იმ ხალხის მიმართაც, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის რუსეთის შიგნით და მის გარეთაც.

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ციხეში დაღუპვას ეხმაურება.