გუშინ მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში, თავდასხმის საშინელი სურათები ვიხილეთ. მოლდოვა გმობს ტერორიზმის ყველა ფორმას. ჩვენი ფიქრები ახლა დაღუპულების ახლობლებთან და დაშავებულებთანაა.
წერს მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ ქსელში.
გუშინ, მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში, სადაც ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტი უნდა გამართულიყო, უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. შედეგად, 115 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.