სანდუ ქართველ ხალხს: ძლიერად დადექით, მოლდოვა თქვენ გვერდითაა

გუშინ მოლდოველმა ხალხმა ჩვენს ევროპულ გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ბრძოლა დემოკრატიისთვის მოლდოვასა და ჩვენს რეგიონში გრძელდება.

მინდა, მივმართო ქართველ ხალხს: აღფრთოვანებული ვარ თქვენი სიმტკიცითა და მონდომებით, ააშენოთ თავისუფალი, ევროპული მომავალი. ძლიერად დადექით, მოლდოვა თქვენ გვერდითაა.

წერს X-ზე მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.