სანადიროდ მყოფი კაცი თანასოფლელის თოფიდან გასროლით დაიღუპა

სანადიროდ მყოფი კაცი თანასოფლელის თოფიდან გასროლით დაიღუპა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში სანადიროდ მყოფი 33 წლის კაცი თანასოფლელის თოფიდან გასროლით დაიღუპა.

ახლობლების ცნობით, ისინი ფრინველებზე ნადირობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთს სანადირო თოფი შემთხვევით გაუვარდა და 33 წლის კაცს თავის არეში მოხვდა. მიღებული დაზიანებებით, კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ კაცი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.