სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი პირი პატიმრობაში რჩება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების სახით ოთხივეს პატიმრობა შეუფარდა. მათგან ერთს უშუალოდ მკვლელობას, სამს კი ჯგუფურ ძალადობას და ცრუ ჩვენების მიცემას ედავებიან.
პროცესზე კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. დაკავებულების პროტესტი ბრალდების შუამდგომლობას მოჰყვა. დაკავებულები არ დაეთანხმნენ პროკურორის განცხადებას და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც ორ ბრალდებულს სხდომა იძულების წესით დაატოვებინეს.
ბრალდების მხარე პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. მისი თქმით, არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმავლის ალბათობა, დაცვის მხარის თქმით, ბრალდებულებს სამი დღის განმავლობაში არ დაუტოვებიათ მუნიციპალიტეტი. 2 აპრილს მომხდარ საქმეზე 5 პირია დაკავებული.