სამიტის წინ ევროკომისიამ უნგრეთისთვის გამოყოფილი და გაყინული დახმარების განბლოკვას მხარი დაუჭირა - ჯამში, საუბარია 10 მილიარდი ევროს ღირებულების დაფინანსების პაკეტზე, რომელიც EU-მა უნგრეთს შარშან შეუჩერა.
თუმცა როგორც ცნობილია, უნგრეთი, ჯამში, 30 მილიარდის ღირებულების აქტივების განბლოკავს ითხოვს. ამის შესახებ დღეს უცხოურ მედიას უნგრეთის პრემიერმინისტრის მრჩეველმა განუცხადა და აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას უნგრეთმა წინააღმდეგობა არ გაუწიოს.
დღეს, ევროკავშირის სამიტის წინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდა. უცნობია შეხვედრის ზუსტი დეტალები, თუმცა საკითხი, სავარაუდოდ, ეხებოდა უნგრეთის პოზიციას უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების დაბლოკვასთან დაკავშირებით.
ბოლო ცნობებით, ორბანს საკუთარი პოზიცია არ შეუცვლია. ის ისევ იმეორებს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას მხარს არ დაუჭერს. უნგრეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ვიქტორ ორბანი კვლავ ამტკიცებდა, რომ უკრაინის დაჩქარებული წესით მიღება ევროკავშირში არც უნგრეთის და არც ევროკავშირის ინტერესებს არ ემსახურება.