თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სერჟანტი მამუკა მელაძე უწყების ერთ-ერთ ობიექტზე გარდაცვლილი იპოვეს.
ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს და სუიციდზე საუბრობს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
"საქმეზე გამოკითხულია მოწმეები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიების პირველადი ინფორმაციით თვითმკვლელობა სავარაუდოდ ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება"- ნათქვამია განცხადებაში.