მეტროსადგურ სამგორში ჭერიდან ბათქაში ჩამოიშალა. ინფორმაცია ფორმულას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ ჩამოშლილია ბათქაშის მცირე ნაწილი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მეტროს მოძრაობა არ შეფერხებულა.
სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ ამჟამად ტერიტორია საფრთხეს არ წარმოადგენს, მოგვიანებით კი სპეციალისტები შეაკეთებენ და დაზიანებულ ნაწილს აღადგენენ.