სამეგრელოში შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 63 წლის კაცი დააკავეს

სამეგრელოში შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 63 წლის კაცი დააკავეს

ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 63 წლის ბაბუა დააკავეს. ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცი 9 წლის გოგონაზე რამდენიმე თვის განმავლობაში ძალადობდა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 141-ე და 151-ე მუხლებით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას და მუქარას გულისხმობს.