"სამართლიანი სასამართლო დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედია" - ბრიტანეთის ელჩი გვარამიაზე

"სამართლიანი სასამართლო დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედია" - ბრიტანეთის ელჩი გვარამიაზე

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მარკ კლეიტონი მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პატიმრობის 1 წლის თავს ეხმაურება და სამართლიანი სასამართლოს მნიშვნელობას უსვამს ხაზს. მისი თქმით, ეს დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრესი ქვაკუთხედია.

"ნიკა გვარამიას დაპატიმრებიდან 1 წელი გავიდა. მრავალფეროვანი მედიის წინაშე ანგარიშვალდებული ხელისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო, დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრესი ქვაკუთხედია.

გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას, მათ შორის მედიის თავისუფლების და დამოუკიდებელი სასამართლოსი", - წერს კლეიტონი Twitter-ზე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ 2022 წლის 16 მაისს ცნო. მას 3 წლითა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

ნიკა გვარამიას მიმართ 2022 წლის 16 მაისს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, დანაშაულის შემადგენლობის და სასჯელის ზომის განსაზღვრის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავს, რაც დეტალურადაა აღწერილი საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული შეფასებებში.