სამადაშვილი: თითოეული დეპუტატი, ვინც მხარს დაუჭერს იმპიჩმენტს, საბოტაჟის მონაწილე იქნება

თითოეული პარლამენტის წევრი, რომელიც მხარს დაუჭერს საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტს იმისთვის, რომ ის შეხვდა საფრანგეთის, გერმანიის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს და სთხოვა ევროპული დღის წესრიგის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის, მონაწილეობას მიიღებს შესაბამისად საბოტაჟში, ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

განაცხადა ლელოს დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა.

გუშინ, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა მიმდინარე კვირაში გაიმართება.