სამადაშვილი: სქემის გამოძიებაში გვჭირდება დახმარება, არჩევნებს რომ აზრი დაუბრუნდეს

სამადაშვილი: სქემის გამოძიებაში გვჭირდება დახმარება, არჩევნებს რომ აზრი დაუბრუნდეს

კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლების მხრიდან ჩადენილია დანაშაული, რომელსაც გამოძიება სჭირდება.

ის საერთაშორისო საზოგადოებას გაყალბების სქემის გამოძიებაში დახმარებისკენ მოუწოდებს.

"ჯერ სწორი შეფასება მხოლოდ ჰელსინკის კომისიამ გააკეთა-გამოძიება მოითხოვა ამ არჩევნების. ჩადენილია დანაშაული, დანაშაულს სჭირდება გამოძიება და არა შეფასება. წერტილი. ფაქტია, რომ ვერც ჩვენ, პარტიებმა და ვერც არასამთავრობოებმა, ვერ შევძელით იმ დანაშაულებრივი სქემის წინასწარ გამჟღავნება, რომლითაც ქართველ ხალხს მომავალს პარავს რუსეთის სპეცსამსახურები. ამ სქემის გამოძიებაში გვჭირდება დახმარება, არჩევნებს რომ აზრი დაუბრუნდეს"- ამბობს სამადაშვილი.

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდა, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში გაყალბებისა და რუსეთის ჩარევის ბრალდებები ყურადღებით შეიწავლოს.