სამადაშვილი: რუსეთის მოვლენებმა აჩვენა, რომ გადამწყვეტ მომენტებში ხელისუფლება არ გვყავს

ამ ვითარებაში, ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ აჩვენოს საკუთარ მოქალაქეებს, რომ ის ააანალიზებს ადეკვატურად გამოწვევას, აქვს სამოქმედო გეგმა სხვადასხვა სცენარების მდგომარეობაში და შესაბამისად, მე მივიჩნევ, რომ იმ დღეს უბრალოდ, რომ გაქრა საერთოდ ხელისუფლება - ეს იყო საკუთარი ხალხის მიტოვება, რომელსაც სჭირდებოდა პასუხი იმ ხალხისგან, ვისაც დღეს ჰქვია ამ ქვეყნის ხელისუფლება. რა საფრთხეები იყო, რის გაკეთებას გეგმავს ხელისუფლება ამის გასანეიტრალებლად და სხვა საკითხებზე. ამის ნაცვლად, ჩვენ ვნახეთ გადამალული, სადღაც გამქრალი ხელისუფლება, რაც აჩვენებს იმას, რომ გადამწყვეტ მომენტებში და მნიშვნელოვანი გამოწვევების პირობებში, რეალურად, ხელისუფლება რა გვყავს.

განაცხადა ლელო - საქართველოსთვის წევრმა, სალომე სამადაშვილმა. ასე ეხმაურება ის პრიგოჟინის 23 ივნისის აჯანყებას რუსეთში.