ჩვენ მიგვაჩნია, რომ მიუხედავად ამ ხელისუფლებისა, ქართველი ხალხი არ უნდა დარჩეს კანდიდატის სტატუსის გარეშე. სალომე ზურაბიშვილი, ჩემი აზრით, დღეს არის წასული სწორედ ამ მისიით, რომ მიიღოს დაპირება, ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილების. ამისთვის ხელის შეშლა, ეს არის ანტიკონსტიტუციური საქციელი ხელისუფლების მხრიდან, იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელიც კონსტიტუციას ყოველდღე არღვევს.
განაცხადა ლელოს დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა.
დღეს ზურაბიშვილი ბერლინშიგერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. 30 აგვისტოს,საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურადგანცხადებაგამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.
კობახიძე სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში დაგეგმილ შეხვედრებს ეხმაურება და ამბობს, რომ პრეზიდენტი "უხეშად არღვევს" კონსტიტუციას, რასაც "შესაბამისი რეაგირება სჭირდება".