ის, რაც ხდება პარლამენტში, ეს არის ვერბალური ძალადობა ქალთა წინააღმდეგ, რომელიც არის დაუსჯელი და ეს მამაკაცები - პაპუაშვილი, ოდიშარია და ა.შ. სინამდვილეში არიან მოძალადეები. ალბათ, მათი ოჯახის წევრი ქალბატონები არიან ძალადობის მსხვერპლი და უბრალოდ, ჩვენ ეს არ ვიცით.
ეს ხალხი, სინამდვილეში, მოძალადეები არიან. ვისაც რამეს უშავებენ, ეს, პირველ რიგში, მათი ოჯახის წევრებია, რომლებიც მოძალადე ოჯახის წევრები არიან, მაგრამ უშავებენ საზოგადოებას, იმიტომ, რომ „სტანდარტს“ ამკვიდრებენ, რომ ძალადობა დაუსჯელი უნდა დარჩეს ქვეყანაში, სადაც ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემები. იგივე, ფემიციდის პრობლემები.
განაცხადა ლელოს წევრმა, სალომე სამადაშვილმა ფორმულასთან საუბრისას.
3 აპრილს, ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში კვოტირების განხილვისას დეპუტატი ქალები შეურაცხმყოფელი, მიზოგინური რეპლიკით მოიხსენია და მათ "მოუტ*ვნელი ქალები" უწოდა.