კვლევიდან რაც გამოიკვეთა არის ის, რომ ჩვენ, საერთოდ ოპოზიციას მთლიანად სჭირდება სხვანაირი სტრატეგია, რათა ხელისუფლება შეცვალოს. მხოლოდ ლელოს რეიტინგზე არ გავჩერდებოდი. ეს კვლევა საინტერესოა საერთო ოპოზიციური სტრატეგიის დამუშავების თვალსაზრისით და ჩვენი პარტიის ამოცანა არ არის ბარიერის გადალახვა. მინდა ცალსახად ვთქვა. ჩვენი ამოცანაა ხელისუფლების შეცვლა.
ამბობს ლელო - საქართველოსთვის წევრი, სალომე სამადაშვილი Edison Research-ის კვლევის შეფასებისას.