სამადაშვილი: კომისიამ თქვა - სანამ ეს უმრავლესობაა ქვეყანაში, დეოლიგარქიზაცია ვერ მოხდება

მინდა, ყურადღება მივაქციო ვენეციის კომისიის უპრეცედენტო დასკვნას, რომელმაც ცალსახად გვითხრა ჩვენ მარტივი რამ, რომ სანამ ეს უმრავლესობა მართავს საქართველოს და სანამ ბიძინა ივანიშვილს მიტაცებული აქვს ისეთი ინსტიტუტები, როგორებიცაა: სასამართლო, პროკურატურა, პარლამენტი, დეოლიგრაქიზაცია საქართველოში ვერ განხორციელდება და შესაბამისად, ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, სავარაუდოდ, ვერ შესრულდება.

სწორედ ამიტომ არის, ჩვენ რომ ვამბობთ, რომ თქვენი ხელისუფლების შეცვლის გარეშე ევროპული მომავალი ჩვენს ქვეყანას ვერ ექნება.

ლელოს დეპუტატი სალომე სამადაშვილი ეხმაურება დეოლიგარქიზაციის კანონპროეტქზე ვენციის კომისიის დასკვნას. კომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ კანონპროექტი არ მიიღონ და მთავრობამ სისტემური რეფორმები ჩაატაროს.