ქართული ოცნების რეიტინგი არათუ ვერ გაიზარდა, არამედ ყოველდღიურ რეჟიმში მცირდება და სწორედ ამის მომასწავებელია ის, რომ უპრეცენდენტოდ მმართველ პარტიას, ფაქტიურად, რამდენიმე კვირის შუალედით უწევს მორიგი ყრილობის ჩატარება და გუნდის ახლებურად გადალაგება.
ივანიშვილი ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს და ჩვენ ვნახეთ, რომ არც პარლამენტის თავმჯდომარე და არც მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებიც კი საერთოდ არ ფლობდნენ ინფორმაციას მოსალოდნელ ცვლილებებზე. ეს აჩვენებს სწორედ იმას, რომ საქართველოში სახელმწიფო აქვს მიტაცებული ერთპიროვნულად რუს ოლიგარქს.
განაცხადა ლელოს დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა.
გუშინ გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. მანამდე, ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილს პრემიერმინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლებს.