სამადაშვილი იოსელიანის მოადგილეზე: ნობელის ლაურეატიც რომ იყოს, მაინც სამარცხვინო ამბავია

იოსელიანი ეტყობა იმ პირობით დანიშნეს ქოცებმა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტს უბრალოდ კი არ გაანეიტრალებდა, არამედ რაღაც კანტორად აქცევდა.

წარმოდგენა არ მაქვს, ვინაა მისი პარტიის თავმჯდომარის ნათესავი, სულ რომ ნობელის პრიზის ლაურეატი იყოს ადამიანის უფლებების დაცვის დარგში, მაინც სამარცხვინო ამბავია მისი მოადგილედ დანიშვნა.

თავისუფლად შეეძლო პირიქით, არასამთავრობო სექტორის ნდობით აღჭურვილი პირი დაენიშნა და ამით მის მიმართ უნდობლობის პრობლემა შეემსუბუქებინა.

ამბობს ლელოს დეპუტატი სალომე სადამაშვილი. ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა თავის მოადგილედ ალეკო ელისაშვილის დისშვილი დანიშნა.