საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.
"კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. მივესალმები თქვენს მტკიცე ერთგულებას საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობის გაგრძელებას", - დაწერა შეხვედრის დასრულების შემდეგ ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
Good meeting with President @Zourabichvili_S.
I welcome your strong commitment to Georgia's European perspective and look forward to continue working with you. pic.twitter.com/lIuHE0BnmQ
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ლაიენთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.
"პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენთან გავიმეორე ქართველი ხალხის ურყევი ნება, შეუერთდეს ევროპულ ოჯახს და ხაზი გავუსვი ქართველი საზოგადოებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას საქართველოს ისტორიულ გზაზე", - წერს ზურაბიშვილი.
To President @vonderleyen , I reiterated the unwavering will of the Georgian people to join the European family & emphasized the importance of the status of a candidate for society
I look forward to our continued cooperation advancing on its historic path toward pic.twitter.com/MQ5Ntpv5WC
მანამდე, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა.
ადმინისტრაციის ცნობით, შარლ მიშელმა და სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ევროპული მომავალი, 12 რეკომენდაციისა და რეფორმების განხორციელებაში არსებული გამოწვევების საკითხი განიხილეს.
სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელი საქართველოში ვიზიტით მოიწვია, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მოწვევა მიიღო და უახლოეს პერიოდში ვიზიტისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
სალომე ზურაბიშვილს ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან.
13 წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს სიტყვით ხვალ მიმართავს.
საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტს იწყებს ქართული ოცნების განცხადების ფონზე, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციური ძალების დღის წესრიგის სასარგებლოდ მოქმედებს და კარგავს ლეგიტიმაციას.