პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მოდელ კესარია აბრამიძის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა. პანაშვიდი ერთ-ერთ სარიტუალო დარბაზში მიმდინარეობს.
სასტიკად მოკლულ კესარია აბრამიძეს დღეს დაკრძალავენ.
კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვეს. ქალს მრავლობით ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. პოლიციამ ბრალდებული ბექა ჯაიანი 19 სექტემბერს დააკავა. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. მას ბრალდება 20 სექტემბერს წარედგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, კესარია აბრამიძეს და ბრალდებულს პირად საკითხზე უთანხმოება მოუვიდათ და აღნიშნულის გამო ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. პროკურატურის თანახმად, ჯაიანმა დანაშაულის ჩადენის დღეს გასაშლელი დანა შეიძინა და კესარია აბრამიძესთან შეხვედრა გადაწყვიტა.