საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ივნისში 19 431 ბავშვი დაიბადა, ამავე პერიოდში კი ქვეყანაში 21 944 ადამიანი გარდაიცვალა. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში გარდაცვლილთა რაოდენობამ დაბადებულთა რიცხვს 2 563-ით გადააჭარბა.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისში (340), აჭარაში (870) და ქვემო ქართლის რეგიონში (145).