სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 201,4 მილიონი დოლარი იყო, რაც წინა წლის მონაცემებზე 64,4%-ით ნაკლებია.
საქსტატი მიუთითებს, რომ შემცირება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის შემცირებითაა განპირობებული.
ანგარიშის თანახმად, 2023 წლის პირველი კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 566,4 მილიონ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2022 წელს მისი ოდენობა 577,9 მილიონი დოლარი იყო.