ხელისუფლება თავის პუტინისტურ დაჯგუფებებს სახელმწიფო დაწესებულებების კარს უხსნის. ალტ-ინფოს თელავის თეატრი დაუთმეს. ექსტრემისტული ჯგუფი ამჯერად დაკავებულია ქართული ოცნების ახალ, პროპაგანდისტულ გზავნილზე მუშაობით - ესაა ეგრეთ წოდებული ანტიმაიდანი, რომელიც პირდაპირ ეხმაურება სუს-ის ეგრეთ წოდებული გადატრიალების საქმეს.