ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის ფარგლებშიც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო 3-მა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობა.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, აშშ კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოების პროცესს და ასევე კანდიდატ ქვეყნებს.
"შეერთებული შტატები მიესალმება ევროსაბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებას ევროკავშირის გაფართოების შესახებ, რომელიც გამოხატავს ევროკავშირის კანდიდატებისა და პერსპექტიული კანდიდატების ევროპული მომავლის ძლიერ დადასტურებას. დღევანდელი გადაწყვეტილებები უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, ხოლო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ, მას შემდეგ რაც ეს ქვეყნები დააკმაყოფილებენ აუცილებელ კრიტერიუმებს, აძლევს იმედს და სტიმულს ამ ქვეყნებს და მათ ხალხს გააგრძელონ საჭირო რეფორმები.
ეს არის ისტორიული მომენტი ევროპისთვის და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის. შეერთებული შტატები კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოების პროცესს და ჩვენ მოუთმენლად ველით მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ევროკავშირის კანდიდატ და პერსპექტიულ კანდიდატ ქვეყნებს, კრიტიკულ რეფორმებს განხორციელების პროცესში", - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.