
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ტემი ბრიუსი ადასტურებს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ მზადაა, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესოს.
გარდა ამისა, მისი თქმით, ამჟამად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ გაუქმდება.
"კიდევ ერთხელ, ჩვენ ვიცით, მან განაცხადა, რომ მზად არის, ეს გააკეთოს. ცხადია, ჩვენ არ ვაუქმებთ სანქციებს, რომლებიც ამჟამადაა დაწესებული. პრეზიდენტს სურს, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ, როგორც ერი ვაკეთებთ, დიპლომატიური იყოს - ის ამაში ძალიან მკაფიოა. ასევე, მან იცის, რომ არსებობს მსოფლიოს სხვა ნაწილი, რომელსაც გარკვეული ყურადღება სჭირდება", - თქვა ბრიუსმა.