სახ.დეპი: აშშ მკაცრად გმობს ქართული ოცნების სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას

აშშ მკაცრად გმობს ქართული ოცნების სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა ავამაღლოთ მათი ანგარიშვალდებულება, ვინც ცდილობს საქართველოს დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს.

წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი X-ზე.

საქართველოში მოვლენებზე განცხადება სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაავრცელა და ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებაზე, მათ შორის დამატებითი სანქციების დაწესებაზე მიუთითა.