პარტია საქართველოსთვის აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება.
ამის შესახებ პარტიამ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
"ჩვენი გუნდი 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება. წერტილი!" - წერია პარტიის განცხადებაში.
20 ივლისს, ნაციონალური მოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნიან.