საქართველოში შემოუშვეს რუსეთის მოქალაქე დიმიტრი შილოვი, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი ჰქონდა დარღვეული. ვიდეოს რუსეთის მოქალაქე სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს და აცხადებს, რომ "აფხაზეთში ჩადიოდა ხოლმე".
"თბილისში ჩამოვედით, გავიარეთ ყველა კონტროლი და შემოწმება, თურმე აფხაზეთში სიარული არ შეიძლება, ჩვენ კი ჩავდიოდით", - აცხადებს დიმიტრი შილოვი.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის თანახმად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის აკრძალულია და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.