პოლონეთში, სლუპსკის რაიონულმა პროკურატურამ საქართველოს მოქალაქეს 28 წლის ნეპალელის დაჭრისთვის ბრალდება წარუდგინა.
არსებული ცნობით, 25 თებერვალს ქართველმა ქალაქის ერთ-ერთ ჰოსტელში ნეპალის მოქალაქე დანით, კისრის არეში დაჭრა.
პოლიციამ ასევე დააკავა ორი უკრაინელი ქალი, რომლებიც დანის დამალვას ცდილობდნენ.
ცნობილია, რომ საქართველოს მოქალაქეს თავისუფლების 8-დან 25 წლამდე, ან უვადო აღკვეთა ემუქრება, ხოლო უკრაინელებს 3 თვიდან 5 წლამდე.