სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მიმართულებით ფრენებს ახალი ავიაკომპანია Cyprus Airways-ი იწყებს.
GCAA-ს ცნობით, კვიპროსის რესპუბლიკაში დაფუძნებული ავიაკომპანია Cyprus Airways-ი ლარნაკა-თბილისი-ლარნაკას საჰაერო ხაზზე რეგულარულად იფრენს.
"ლარნაკასა და თბილისს შორის ფრენები მიმდინარე წლის 2 ივლისიდან შესრულდება. ავიარეისები განხორციელდება ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და კვირას. Cyprus Airways-ს აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 21 ივნისს მიენიჭა", - წერია სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.