საქართველოს ბანკმა რუსეთში რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეზღუდვები დაუწესა

საქართველოს ბანკმა რუსეთში რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეზღუდვები დაუწესა

საქართველოს ბანკმა რუსეთში რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეზღუდვები დაუწესა.

კერძოდ, ასეთი მომხმარებლები 300 ევროზე მეტი შესყიდვისთვის საქართველოს ბანკის ბარათებს ვერ გამოიყენებენ.

ფორმულას საქართველოს ბანკში უთხრეს, რომ ეს გადაწყვეტილება სანქციებთანაა თანხვედრაში.

"საქართველოს ბანკი იცავდა და იცავს აშშ-ს, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული სანქციების მოთხოვნებს", - აცხადებენ ბანკში.

რუსული მედია წერს, რომ ეს შეზღუდვა 21 მაისიდან ამოქმედდა.